"კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნდობას უცხადებს სასამართლოს" - ზაალ ანჯაფარიძე

18:18 02-15-2019
97

ამ კვლევით ბათილდება ის არგუმენტები, რომელსაც გარკვეული ჯგუფი აქტიურად იყენებდა იმისათვის, რომ საკუთარი დღის წესრიგი შეეთავაზებინა სასამართლოსთან მიმართებაში - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სასამართლო რეფორმების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

კვლევა ჩაატარა ავტორიტეტულმა და მსოფლიოში აღიარებულმა ორგანიზაციამ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ კვლევის სანდოობა ვინმემ ეჭვის ქვეშ დააყენოს. კვლევის მონაცემები ახალ მეინსტრიმს შემოიტანს იმ პროცესში, რაც სასამართლო სისტემის ირგვლივ ვითარდება. ამ კვლევით ბათილდება ის არგუმენტები, რომელსაც  გარკვეული ჯგუფი აქტიურად იყენებდა, რათა საკუთარი დღის წესრიგი შეეთავაზებინა სასამართლოსთან მიმართებაში. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მათი არგუმენტაციის მთელი რიგი  კომპონენტები ალბათ კითხვებს გააჩენს. რეალურად კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნდობას უცხადებს სასამართლოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის პრობლემები, რომელიც სასამართლოს ქრონიკულად ახასიათებს. მთავარია, ასევე რომ გამოკითხული იქნა ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ შეხება აქვთ სასამართლოსთან. ეს კვლევა არის ერთგვარი სტიმული ხელისუფლებისათვის იმუშაოს იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოშია - აცხადებს პრაიმტაიმთან საუბარში ზაალ ანჯაფარიძე. 

კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს.