„დაჩაგვრაზე“, ზეწოლაზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი უადგილოა...“-გიორგი ცუცქირიძე 

11:37 02-15-2019
54

"მტკიცებითი ფორმით საუბარი ბიზნესის და კერძოდ, წამყვანი საბანკო დაწესებულებების „დაჩაგვრაზე“, ზეწოლაზე თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, რაღაც „იუკოსის“ მსგავს სცენარებზე, რაზეც კეთდებოდა აქცენტები, მით უმეტეს "თიბისი ბანკზე", რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა."- „თიბისი ბანკის" მიერ განვითარებულ პროცესებს საბანკო-საფინანსო ექსპერტები ეხმაურებიან. გიორგი ცუცქირიძეს ბიზნესის დაცულობის თემასთან დაკავშირებით მეტი თვალსაჩინოებისათვის, საბანკო სტატისტიკა მოყავს. მისი ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილესი ორი კომერციული ბანკის (თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი) წილი სისტემის მთლიან აქტივებში 73%-ა, საკრედიტო პორთფელი - 71%-ია, ხოლო წმინდა მოგების წილი სისტემის მთლიანი მოგების საშუალოდ 80%-ს შეადგენდა. მარტო ბოლო 4 წელიწადში – 2015-2018 – „საქართველოს ბანკის“ აქტივების ხვედრითი წილი სისტემურ მაჩვენებელში გაიზარდა 29%–დან 35%-მდე. "თიბისი ბანკის" აქტივების ზრდა კიდევ უფრო მაღალი და შთამბეჭდავი იყო, გაიზარდა რა იგივე პერიოდში სისტემურ ჭრილში 23%–დან 37%-მდე ანუ მთელი 14%-ით და ამ კუთხით სულაც ლიდერია ქართულ საბანკო სექტორში. ცალკე საკითხია, თუ რამდენად კარგია ეკონომიკისათვის ბაზრის ასეთი მაღალი კონცენტრაციის მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბანკო სისტემის აქტივები 2012-2018 წლებში 6–ჯერ არის გაზრდილი, ხოლო წმინდა მოგება სულაც 7–ჯერ.

„ამ ციფრებიდან გამომდინარე, მტკიცებითი ფორმით საუბარი ბიზნესის და კერძოდ, წამყვანი საბანკო დაწესებულებების „დაჩაგვრაზე“, ზეწოლაზე თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, რაღაც „იუკოსის“ მსგავს სცენარებზე, რაზეც კეთდებოდა აქცენტები, მით უმეტეს "თიბისი ბანკზე", რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა. პირიქით, ასეთი განვითარების პირობები, არც ბიზნესისათვის და არც საბანკო სისტემის ლიდერი ბანკებისათვის არასდროს ყოფილა არც შევარდნაძის პერიოდში, არც სააკაშვილის მართველობის დროს და სწორედ ბოლო წლებს უკავშირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების განთავსებაც. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემაც არის ზედმეტად გაბუქებული“-აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.