ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

11:10 02-15-2019
331


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტს მოაწერს ხელს, რათა მთავრობის მორიგი დახურვა არ მოხდეს, თუმცა იგი კონგრესს გვერდს აუვლის და   კედლის ასაშენებლად სამხედრო დაფინანსებას გამოიყენებს.

დემოკრატი სენატორები ამის გამო მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ.

მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. თუმცა პრეზიდენტმა მის ასაშენებლად კონგრესისგან დაფინანსება ვერ მოიპოვა.

ამერიკის კონგრესმა 14 თებერვალს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არ აკმაყოფილებს ტრამპის მოთხოვნებს კედლის დაფინანსების შესახებ. სწორედ ამ დოკუმენტზე გეგმავს პრეზიდენტი ხელის მოწერას და შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

აშშ-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და მიგრაციული კრიზისის დასარეგულირებლად, მექსიკის საზღვართან კედლის აშენება აუცილებელია.

ავტორი: მარიამ გიგანი