"ველოდებით მესამე ბავშვს!" - გუფი, სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ყოფილ შეყვარებულს პიდაპირ ეთერში მიმართავს

16:45 02-14-2019
4006

გუფის და მისი შეყვარებულის, იანა შევცოვის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, რაც ყოფილ შეყვარებულთან, ქეთა თოფურიასთან დაშორების მიზეზი გახდა.  

იანამ, გუფთან ინტიმური კავშირის შესახებ, არც დამალა და ამავე დროს, განაცხადა, რომ მისგან ფეხმძიმედ იყო და აბორტი გაიკეთა. თავად რეპერმა კი, პირდაპირ ეთერში, გულახდილად განაცხადა, რომ მასთან, მხოლოდ სექსი უნდოდა.

რამდენიმე დღის წინ, გუფის ყოფილმა საყვარელმა, პირდაპირ ეთერში, ნამდვილი სკანდალი მოაწყო. იანა შევცოვი, პოპულარული შოუს, "На самом деле"-ს სტუმარი იყო, სადაც ბუნებრივია, სტუმრად ქეთასთან და გუფისთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოხვდა.  მას გადაცემაში განაცხადა, რომ ის ორსულად იყო გუფისგან, ავად იყო და ა.შ. 18 წლის იანამ, ნამდვილი ომი მოაწყო და გადაცემის წამყვანს, ლერა ფროსტს, პირდაპირ ეთერში, წყლით სავსე ჭიქა ესროლა. სკანდალი, ფროსტის კითხვამ გამოიწვია - ნამდვილად იყო თუ არა, ე.წ. "ესკორტის გოგონა" და ცეკვავდა თუ არა სტრიპტიზს. იანას და შოუს წამყვანს შორის ჩხუბი, დაცვამ, დროულად განმუხტა. გადაცემის ბოლოს, ექიმმა, რომელიც იანას სისიხლის ანალიზს იკვლევდა, განაცხადა, რომ შევცოვის ორსულობა, არ დადასტურდა. 

რეპერი გუფი, ყოფილი შეყვარებულის სკანდალურ განცხადებებს, ხშირად პასუხობს. ჯერ კიდევ ქეთასთან დაშორების შემდეგ, მომღერალმა, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ "იანა, უბრალოდ მეძავია და ქეთა კი, მთელი ცხოვრება ეყვარება". 

გუშინ კი, რეპერმა, პირაპირ ეთერში, შევცოვის მიმართ, საკმაოდ ცინიკური და დამცინავი განცხადება გაკეთა: - "იანასთან, ყველაფერი შესანიშნავად არის, ველოდებით, მესამე ბავშვს!" - ამბობს რეპერი. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე