ვირის და ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში

16:39 02-14-2019
3702

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე რეგიონის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს დეპუტატი ოთარ დანელია, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. 

" ნამდვილად დაფიქსირდა ასეთი დარღვევები. მე თავს შევიკავებ კონკრეტული რაიონის დასახელებისგან, ან იმის თქმისგან, თუ როდის დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი. თუმცა, ასეთი შემთხვევები იყო." - განუცხადა "პრაიმტაიმს" ოთარ დანელიამ.

მისივე განმარტებით, ვირისა და ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა თუმცა ეს საკმარისი არ არის.

"ასეთ შემთხვევებზე კანონი საჯარიმო სანქციას ან საწარმოო უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასეთი ტიპის დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე