სად მოხდება მოქალაქეების საპენსიო დანაზოგის ინვესტირება? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი

18:45 02-13-2019
101

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება განხორციელდება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად მოხდება სუვერენულ დონეზე.

ამასთან მინისტრის განმარტებით, ცოტა ხანში ყველა ნახვას გახარებულ მოქალაქეებს, რომელთაც საპენსიო ანგარიშზე თავიდან შეიტანეს 16 ლარი და უცებ 60 ლარი გაუჩნდათ.

''საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, საპენსიო ფონდის პრინციპების მიხედვით მოხდება ყველზე საიმედო ფასიან ქაღალდებში, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად მოხდება სუვერენულ დონეზე. ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი პრაქტიკულად არის ნულის ტოლი. ამავე დროს ეს ფასიანი ქაღალდები ჩვენ მოგვცემს უფრო მეტ მოგებას, ვიდრე არის ინფლაცია და ის ფული არ გაუფასურდება.

თქვენ ნახავთ რამდენად გაუხარდებათ ადამიანებს, როდესაც დაინახავენ მათ ანგარიშზე, რომ მე 16 ლარი შევიტანე და უცებ გამიჩნდა 60 ლარი ანგარიშზე'', - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე