"100 წელზე მეტი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყანას დავეწიოთ" - ბოკერია ეკონომიკის მინისტრს

18:34 02-13-2019
179

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ეკონომიკის ასეთი დონით, საქართველოს 100 წელი მაინც დასჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყანას დაეწიოს.

„რამდენ ხანში დავეწევით ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყანას? მე გეტყვით, პრობლემა არაა, 100 წელზე მეტი დაგვჭირდება ამ ზრდით ბულგარეთს რომ დავეწიოთ. იმ პირობებში, თუ ბულგარეთმა არ დააჩქარა ზრდა, რაც შეიძლება მოხდეს. თქვენ გაკმაყოფილებთ, რომ რეგიონში სხვებს უსწრებთ, მე მინდა მდიდარ ქვეყნებს წამოვეწიოთ. ამას, თქვენი ზრდით, 100 წელზე მეტი დასჭირდება“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრი მოხსენებით გამოვიდა.