''ქვეყანაში გადასახადების გარდა კიდევ ბევრი სხვა პრობლემაა'' - გიორგი ქობულია

LIVE UPDATE
44

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით პრაქტიკულად მსოფლიოში მესამე ადგილასაა.

„ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვაზე დგას თუ არა ქვეყანაში გადასახადების გაზრდის საკითხის პრობლემა, რომელიც უშუალოდ კერძო ბიზნესის სექტორზე აისახება. 

ქობულიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყანაში გადასახადების გარდა კიდევ ბევრი სხვა პრობლემაა.

''საქართველოში ისეთი დაბალია გადასახადები დღესდღეისობით, რომ პრაქტიკულად მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანაშია. ჩვენ გადასახადების სიმცირის მიხედვით ვართ მსოფლიში მესამე ადგილზე'' - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტარების კითხვებს პასუხობს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე