თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

19:13 02-12-2019
73

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.  უწყების ცნობით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს. 

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური