თბილისის 195-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი მოეწყო

18:46 02-12-2019
18

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქუტრის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად როსტომაშვილმა, საქართველოს პარლამეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, თბილისის 195-ე საჯარო სკოლის ახალი სპორტული მოედანი გახსნეს.

თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ  დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. სტადიონზე მოწყობილია მაღალი ხარისის 60 მმ სიმაღლის ხელოვნური საფარი, სადრენაჟე სისტემა, განათება და ტრიბუნები. მოედანი გარშემორტყმულია 6 მეტრი სიმაღლის ღობით. 

 სკოლაში საგანმანათლეობლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ასევე ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები: მოეწყო საყრდენი კედლები, კიბეები, მოაჯირები,  ჭიშკარი. შენობის ირგვლივ გაკეთდა სარინელი, ეზოში დაიგო 1400 კვ.მეტრი ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, შემოიღება რკინა-ბეტონის ღობით.  

სკოლაში ამჟამად 600-ზე   მეტი მოსწავლე სწავლობს. „ახალი სკოლის მოდელისპროგრამის მე-2 ეტაპის ფარგლებში, სკოლაში შიდასარეაბილიტაციო სამუშაოებიჩატარდება, მოწესრიგდება გათბობის სისტემა და სრულად აღიჭურვება  თანამედროვე ტექნიკით.