,,ეს ხელოვნების სხვა განზომილებაა'' - მესამე ლაივშოუს ლიდერი ლიზა კალანდაძეა

17:48 02-12-2019
252

,,ეს შესრულება შენ,რომ გვაჩუქე კიდევ გვინდა, ,,ეს გოგო განძია, ,,უბრალოდ საოცრებაა, ,,ეს სხვა განზომილებაა ხელოვნებაში... ასე შეაფასე მაყურებელმა ,,საქართველოს ვარსკვლავის ერთ-ერთი მონაწილე, მესამე ლაივშოუს დასრულების შემდეგ. 

ლიზა კალანდაძისთვის მესამე ტურის ლიდერობა მოულოდნელი აღმოჩნდა,როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა,ეს გრძნობა მისთვის უცხო და დაუჯერებელია. 

-დაბნეული ვარ,პროექტში იკაკო ალექსიძე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ის მარტო მუსიკოსი არ აირს,ძალიან კარგი მეგობარია,როგორც ადამიანი ძალიან მიყვარს. 

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­მოს­ვლას და იმას, რომ ლა­ი­ვის ლი­დე­რი ვარ, ვერ ვი­ჯე­რებ. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­მოვ­ცა­დე ეს გრძნო­ბა და ძა­ლი­ან მა­გა­რია! მა­ყუ­რე­ბელს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩემი სჯე­რათ და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. შე­ვას­რუ­ლე სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის ძვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ბავ­შვო­ბი­დან ვუს­მენ­დი. მგო­ნია, რომ კარ­გი გა­მო­ვი­და, რად­გან პრო­ცე­სით ვი­სი­ა­მოვ­ნე, ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბელ­მაც. ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა,მომავალ ლაივზე ვინ უნდა გავრდეს არ ვიცი.

მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ მესამე ლაივშოუზე ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუტსაიდერებს შორის  ნინი ცნობილაძე და იკაკო ალექსიძე მოხვდნენ. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა იკაკო ალექსიძემ მიიღო და პროექტი დატოვა.

ევროვიზიის საგზურისთვის ბრძოლა ექვსი კონკურსანტი:ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე განაგრძობს.