ავარია სამტრედია-აბაშის გზაზე - დაშავებულია რამდენიმე მგზავრი

17:18 02-12-2019
35

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია-აბაშის გზაზე. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და თხრილში ჩავარდა.

ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა  საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო