17 დაღუპული და 4 დაშავებული: ნიუ-დელიში მომხდარი ხანძრის ტრაგიკული შედეგები

13:58 02-12-2019
286

ნიუ-დელიში მდებარე სასტუმროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ცეცხლმოკიდებული შენობის კადრები.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოში გადაყვანილია 4 დაშავებული. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასტუმროში მყოფი რამდენიმე ადამიანი, თვითგადარჩენის მიზნით, ფანჯრებიდან გადახტა. 

ამ ეტაპზე სასტუმროს შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.