იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი აირჩიეს

13:55 02-12-2019
12

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე კომიტეტმა დღეს დავით მათიკაშვილი დანიშნა.

რეგლამენტით, პირველი მოადგილის წარდგენის უფლება კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი მოადგილის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილს ეკავა, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.