იყო მცდელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ექციათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალად - ეკა ბესელია

13:49 02-12-2019
42

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იყო მცდელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ექციათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალად.

ამგვარად გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წვერი ეკა ბესელია, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ არის მცდელობა იურიდიული საკითხთა კომიტერი, იუსტიციის უმაღლესის საბჭოს ფილიალად აქციონ.

"ამის მცდელობა რა თქმა უნდა, იყო. მე აღვუდექი წინ თავის დროზე და ამ მცდელობის რეალიზება რომ არ მომხდარიყო. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ამიტომ არის პრინციპული ეს კომიტეტი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როლი და ფუნქცია, საკანონმდებლო მუშაობაში ახლაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს მართმლსაჯულების პროცესში, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, უზენაეს სასამართლოს საკითხებს შეეხება და შეეჩეხება კომიტეტი თავისი მუშაობის პროცესში, როგორც პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი",-განაცხადა ბესელიამ.