ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1714068661

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ახმაჯი, ლამისყანა, ჭაშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, არმაზი, ძეგვი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლები ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ბარისახო, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ აგარაკებში, ლისზე, კაკლებში, მსხალდიდსა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნაფეტვრებსა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყახზბეგის რაიონის სოფლებში აჩხოტი, სნო, კარკუჩა, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის და მიმდებარე სოფლებში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

წიგნის ქურდები

კრიმინალი 1714068500

როგორ მოხვდა ევროპის ბიბლიოთეკებიდან მოპარული უნიკალური გამოცემები თბილისში - ტრანსნაციონალური დაჯგუფების ქართველი ფიგურანტები

ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან მოპარული უნიკალური გამოცემები საქართველოშია ნაპოვნი. საუბარია ასეულობით წიგნზე, რომლებიც სხვადასხვა ბინიდან და სარეალიზაციო ადგილებიდან არის ამოღებული.ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ათობით მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული უნიკალური წიგნები, რომელიც ბრალდებულებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან მოიპარეს. დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი, მათ შორის ცოლ-ქმარი - მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე. დაკავებულთა ახლობლების ნაწილს კამერების წინ გამოჩენა არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას არ აქვთ.ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ტალინი, ვარშავა, მიუნხენი - ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მძარცველებმა ძირითადად რუსი კლასიკოსების პირველი გამოცემები მოიპარეს. დაჯგუფების წევრები ბიბლიოთეკებში სტუდენტის, ან მკვლევარის სტატუსით შედიოდნენ, რის შემდეგაც ცნობილი მწერლების, მათ შორის პუშკინის, ლერმონტოვისა და გოგოლის უნიკალურ გამოცემებს, ყალბი ასლებით ცვლიდნენ. ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთი, მათე ცირეკიძე უნიკალური წიგნების ძარცვის საქმეში ოჯახთან ერთად ფიგურირებს. სამართალდამცველებმა მასთან ერთად ხელბორკილები დაადეს მის მეუღლესაც. ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით კი ესტონეთში დააპატიმრეს მათე ცირეკიძის მამა, ბექა ცირეკიძე.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714067793

ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება

“მთავარი ტყუილის შესახებ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას-ესაა, ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების, არასამთავრობოების და დეზინფორმატორი ტელევიზიების მიერ, ჩვენი მოსახლეობის გამწარების აუხდენელი სურვილი, რომელსაც აღსრულება ამჯერადაც არ უწერია”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.“საქართველოში ნაძარცვი ფულით დაფინანსებულმა ევროპარლამენტარებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში არეულობას, დესტაბილიზაციას და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას ლობირებენ დღეს, რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი. ამ ევროპარლამენტარებს ვადა ეწურებათ, წასვლის წინ კიდევ ერთხელ მაოხრებელ გზირად წარმოგვიდგნენ. სამარცხვინოა, როცა საქართველოში არეულობის მიზნით არაჟნის კონტეინერით შემოპარულ, თავის ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელსა და უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვენ. კარგად გვახსოვს, მათივე რეზოლუცია, სადაც რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების 20% ხონჩით მიმრთმევისა და რუსეთისათვის სტრატეგიული ობიექტების გადამცემის იგივე სააკაშვილის, როგორც სასიკვდილოდ განწირულისა და ნაწამების განთავისუფლებას ითხოვდნენ. ერთი წამით არ გასჩენიათ ერთი კითხვაც კი მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ერთმხრივ ლგბტ-ს პროპაგანდას დაკანონებას და მეორე მხრივ გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება, შესაბამისად კი ეროვნული ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლების ნაცვლად, მათი ყურმოჭრილი მთავრობის ჩამოყალიბება. რეზოლუციით ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ადამიანისთვის რომელმაც კრიმინალ მმართველებს დემოკრატიული არჩევნების გზით გამოსტაცა ხელისუფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უამრავ ქველმოქმედებაზე და მამულიშვილურ პროექტებზე. და ბოლოს მთავარი რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი გახლავთ. მისი გათვალისწინება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ კი ევროკომისია და ევროსაბჭო გადაწყვეტს, რასაც შესაბამისად 27 ქვეყნის თანხმობა ანუ კონსენსუსი სჭირდება. ახლა კი მთავარი ტყუილის შესახებ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას-ესაა, ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების, არასამთავრობოების და დეზინფორმატორი ტელევიზიების მიერ, ჩვენი მოსახლეობის გამწარების აუხდენელი სურვილი, რომელსაც აღსრულება ამჯერადაც არ უწერია!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლიკა ქავჟარაძე

საზოგადოება 1714067512

„კაცის კომპლიმენტი ისეთი მთავარი არ არის, როგორც ქალის...“ - რას ამბობდა განუმეორებელი ლიკა ქავჟარაძე

სილამაზის ეტალონად და ლეგენდად აღიარებული ტელემსახიობის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა, თუმცა, ქართული საზოგადოება მას ხშირად იხსენებს და დღემდე, მის უზადო სილამაზეზე ბევრს საუბრობენ.ის საკუთარ თავს ლამაზს არასდროს უწოდებდა. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუდან:„პატარა ვიყავი ძალიან გამხდარი, სხვათა შორის, დედაჩემი წეროს მეძახდა... მქონდა ძალიან წვრილი ფეხები, საერთოდ არაფერს ვჭამდი...“„კაცის კომპლიმენტი ისეთი მთავარი არ არის, როგორც, როდესაც ქალი გაძლევს შეფასებას შენს სილამაზეზე... შეიძლება, ქალი არ იყოს ლამაზი, მაგრამ ისეთი შარმი ჰქონდეს, თვალებში ბრწყინვალება, საუბარი...“, - ამბობდა მსახიობი.კინომსახიობი, რომელსაც ხშირად „ნატვრის ხეში“ განსახიერებული როლისთვის მარიტას ეძახდნენ, 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა.12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა - 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო "როცა აყვავდა ნუში", "მშვენიერი კოსტიუმი" და სხვა ფილმები.კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათო.უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ფილმში „მედუზა გორგონა“.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა.5 წლის წინ, 2017 წლის 11 ოქტომბერს სამწუხარო ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა - ლიკა 57 წლის იყო... ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

თვალის თამაში

საზოგადოება 1714066249

ჩვევები, რომლებიც მხედველობას აზიანებს

თვალი მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: პერიფერიული ორგანოების, გამტარი გზებისა და მხედველობის ცენტრებისაგან.თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება: თვალის კაკლის, თვალის მამოძრავებელი აპარატის (ადამიანში - თვალის 6 კუნთი) და თვალის კაკლის დამცავი ორგანოებისაგან (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი).ექსპერტებმა შეადგინეს ყოველდღიური ჩვევების სია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და შეამციროს მხედველობის სიმახვილე. სიაში აღმოჩნდა ძველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და აუზზე სიარული. საინტერესოა, კიდევ რა ჩვევები აყენებს მხედველობას ზიანს?ჩვევები, რომლებიც მხედველობას აზიანებსმოგეხსენებათ, ცურვა გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კარგი პროფილაქტიკაა. თუმცა, საცურაო აუზებში წყალს ხშირად ქლორით ამუშავებენ, ამიტომ თვალების დასაცავად სპეციალური სათვალის გარეშე სჯობს აუზს არ ესტუმროთ. კიდევ უფრო მავნე ეფექტს გამოიწვევს კონტაქტურ ლინზებში ცურვა, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თვალის ბაქტერიული ინფექციები.თვალის დაბალი ხარისხის ტუში ასევე შეიძლება გახდეს პათოგენური ბაქტერიების წყარო, გარდა ამისა, ის ასევე ამცირებს მხედველობის სიმახვილეს.ექსპერტები გვირჩევენ თვალის კოსმეტიკური საშუალებების ფრთხილად შერჩევას და ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პროდუქტების აღარ გამოყენებას. მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებამ ასევე შეიძლება საზიანო გავლენა მოახდინოს მხედველობაზე, ამიტომ უმჯობესია ზამთარშიც არ მოიხსნათ სათვალე. ულტრაიისფერი გამოსხივება არა მხოლოდ იწვევს კანის დაბერებას, არამედ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს მხედველობა.მეცნიერები არა მხოლოდ სმარტფონებისა და კომპიუტერული აღჭურვილობის, კონდიციონერების და მოწევის გატაცებას თვალისთვის საზიანოს უწოდებენ, არამედ ერთი შეხედვით სასარგებლო თვალის წვეთებსაც. მათმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება, ხოლო თვალის სისხლძარღვების გაფართოება იწვევს თვალის კაკლის სიწითლეს. მხედველობის დაქვეითების ოდნავი ნიშნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პროფესიონალ ოფთალმოლოგს.