ევროკავშირის პალატის მიერ საქართველოს დაწინაურება, საქართველოს სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი დამატებითი აღიარებაა - ვახტანგ ჭარაია

13:42 02-12-2019
12

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პალატის მიერ საქართველოს დაწინაურება, ბიზნესის კეთებისთვის ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო, რიგით 16-ე ქვეყნად, საქართველოს სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი დამატებითი აღიარებაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯამურად შემოსული 18.3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციებიდან 40 პროცენტი (7.4 მილიარდი დოლარი) სწორედ ევროკავშირიდანაა შემოდინებული, ამიტომ ევროპული ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ საქართველოს დაწინაურება ევროპელ ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად გაუძლიერებს საქართველოში ინვესტირების სტიმულს.

დუინგ ბიზნესის, ეკონომიკური თავისუფლების, საერთაშორისო გამჭვირვალობის, უსაფრთხოების და სხვა მრავალი მიმართულებით წარმატებასთან  ერთად ყოველ ახალ რეიტინგში საქართველოს წინსვლა მის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ყველაფერთან ერთად სასიხარულოა, რომ საქართველო კვლავაც ინარჩუნებს და აძრიერებს ლიდერის პოზიციებს როგორც კავკასიაში ასევე მთლიანი ევროპის მასშტაბითაც. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობების სრულად ასათვისებლად და ინვესტორების სწორედ საქართველოში გადმოსაბირებლად, - აცხადებს ექსპერტი.