ავიაკატასტროფა სტამბოლში: დაიღუპა 4 ადამიანი (ვიდეო)

12:23 02-12-2019
592

სტამბოლში მომხდარ ავიაკატასტროფას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი  დასახლებულ უბანში ჩამოვარდა.

სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, ოთხივე დაღუპული სამხედრო პირია. 

წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. იცნიდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პილოტი საგანგებო დაშვების განხორციელებას ცდილობდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი დეტალების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.