ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს

12:22 02-12-2019
20

რუსთავში ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებული ამ დრომდე რუსთავის ფსიქიკური მედიცინის ცენტრში რჩება. სწორედ იქ წაუყენეს მას ბრალი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს.