ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

10:57 02-12-2019
18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე  სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით,  ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები გაასაღეს. ყალბი დოკუმენტების თანახმად,  ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა მიაწოდეს 52 500 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.