დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება

09:45 02-12-2019
32

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დღეს სავარაუდოდ საქმის მთავარი მოწმე მ.კ.-სა და მისი ძმას დაკითხავენ.

მეორე ინსტანციაში აღარ ხდება ისეთი მოწმეების დაკითხვა, რომლებმაც საქმეზე ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მისცეს ჩვენება. თუმცა, აღნიშნული მოზარდის ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

მ.კ-ს ხელახლა დაკითხვას მისი დაცვის მხარე  არ ეთანხმება.