შსს-მ 20 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

22:47 02-11-2019
754

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა.

 

თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.

 

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

20 წლის თორნიკე მერებაშვილი ოჯახმა გორი-ხელთუბნის გზაზე გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვა,ის მეგობარს ნივრის მოსავლის დაბინავებაში ეხმარებოდა საიდანაც ნასვამო წამოვიდამგზიდან მან დას დაურეკა და სასწრაფო დახმარების ნომერი მოსთხოვა,რამდენიმე წუთში კი ის გარდაცვლილი იპივეს.

ოჯახმა თანასოფლელებთან ერთად 20 წლის კაცის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში საპროტესტო აქცია გამართა და თბილისი-სემაკი-ლესელიძის მაგისტრალი გადაკეტეს,აქციის მონაწილეები გამოძიებას უნდობლობას უცხადებდნენ და ფაქტის ობიექტურად გამოძიებას ითხოვდნენ

 

ავტორი: მახო მიქელაძე