"მაღაზიიდან მოვდიოდი, პოლიციელმა გამაჩერა და ფოტო გადამიღო"- საპოლიციო რეიდი ქუთაისში

21:24 02-11-2019
1601

ქუთაისში საპოლიციო რეიდებია.

სამართალდამცველები ილია ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულეებს აჩერებენ და ფოტოებს უღებენ. ადგილობრივების განმარტებით, მეორე დღეა პოლიცია აღნიშნული ქუჩაზე მცხოვრებლების მონიტორინგს ახორციელებს.

მაღაზიდაან მოვდიოდი და პოლიციამ გამაჩერა, პირადობა მომთხოვა, რადგან აქვე ვცხოვრობ და მაღაზიაში ბორჯომზე ვიყავი გადასული, ბუნებრივია პირადობა არ მქონდა. ვუთხარი არ მაქვს-მეთქი, მაშინ ფოტო უნდა გადაგიღოო,- აცხადებს ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები.

პრაიმტაიმი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ე.წ რეიდი არ დასტურდება.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე