ბაჩანა შენგელია: ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20:42 02-11-2019
56

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას ​შვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც პრაიმტაიმი უცვლელად გთავაზობთ:

გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იას საქმეზე, განათლების სამინისტროს მოხელეების მიმართ, სისიხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით!ეს არის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ამ საქმეში. თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით.ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!-წერს ბაჩანა შენგელია.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით, მისმა შვილმა პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა.ია კერზაიას შვილი პროკურატურისგან საქმის დროულ და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.მისი თქმით, ია კერზაია ბოლო დროს მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეწირა.

როგორც პრაიმტაიმს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს:საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ქ. ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას.,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი: თეა შონია