ეკა ბესელიამ 9 დეპუტატთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

18:11 02-11-2019
113

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ და ფრაქცია ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა წევრმა ეკა ბესელიამ თავის კოლეგებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც სასამართლოში მოსამართლეთა უვადო გამწესების ინიციატივას ეხება.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინიციატივას იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს ვიდრე ხელმომწერი და უბრალოდ დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა ყველა დეპუტატისთვის პოზიციის გაზიარება.

ჩვენი ინიციატივა არ არის მხოლოდ ცხრა დეპუტატის ინიციატივა, გარწმუნებთ, რომ მას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ვიდრე ხელმომწერთა შორის არიან. უბრალოდ მოკლედ დროში ვერ მოვასწარით ყველა ჩვენს კოლეგასთან გაგვეზიარებინა ეს პოზიცია.

ინტერესი ძალიან დიდია, ამ ცვლილების საჭიროებას ყველა ხედავს. ეს არის ის აუცილებელი პაუზა, მორატორიუმი რომლითაც არ უნდა ჩაიკეტოს დღეს სასამართლო სისტემა  უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო სისტემაში. სწორედ იმიტომ, რომ დღეს ვითარებაა ისეთ, რომ არასწორად ხდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების არსებული ნორმების გამოყენება და პრაქტიკაში არის გარკვეული ხარვეზები, ეს ხარვეზები არის გამოსასწორებელი და პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ ჰქონდეს დრო იმუშაოს ცვლილებებზე მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამისთვის საჭიროა შევაჩეროთ უვადო დანიშვნა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში'', - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ბესელიას თქმით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომა და მომატებული ვნებათაღელვა მოწმობს იმას, რომ აღნიშნული ინიციატივა ეხმიანება საზოგადოების წუხილს.

''ჩვენ ვნახავთ ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა ფაქტია, რომ ჩვენ მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომაც მოწმობს აი ამ მომეტებული ვნებათაღელვიდან გამომდინარე სწორედ იმას, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად სწორია და ეს რეაქციები ამას ადასტურებს და ჩანს, რომ ჩვენი ინიციატივა ეხმიანება იმას რაც საზოგადოებას აწუხებს'', - აღნიშნა ბესელიამ

ავტორი: სალომე ნეფარიძე