ლევან მურუსიძე:" მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები"

17:58 02-11-2019
18

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პოზიციის დაფიქსირებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

" მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, სასამართლო კორპუსი იმის ღირსი მაინც არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი და შესაბამისად აფიქსირებენ განწყობას, ელემენტარულად უთხრან , რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და რატომ არ უჭერენ მეორე პოზიციას. მათ დუმილი არჩიეს. ელემენტარული ზრდილობაა, კანონის მოთხოვნაა, ადამიანობაა, სინდისია, მოსამართლეს აუხსენი.  შენ ხარ საბჭოს წევრი ანგარიშვალდებული ხარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ავტორი: თაკო ტომარაძე