ტრიუმფატორი მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ (ვიდეო)

17:52 02-11-2019
383

ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებული მოჭიდავეები საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდნენ. ქართველ მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ყველა წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.), ზაურ ბერაძე (86 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.), ბექა ჭელიძე (97 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) გახდნენ.

საქართველოს ნაკრებმა დაიკავა გუნდური პირველი ადგილი. გიორგი სულავა კი ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა.