"ვინც საუბრობს კლასებზე, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში..." - ბესელია ზარდიაშვილს პასუხობს

17:29 02-11-2019
129

როცა აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში.

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის განცხადებას.

"ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე და აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არცერთ კლასში არაა და არცერთ კურსზე არა არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები.

იმდენად აღელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უმაღლესი საბჭოს ლობისტებიც ამ ცვლილებების გამო, ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივაგენით და მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს დროებით შეჩერება, მორატორიუმი რათა მთელი სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს. დღეს მოვისმინე განცხადება,ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები,რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე,"-აცხადებს ეკა ბესელია.