გთხოვთ დაგვიკავშირდეთ! - 4 წლის წინ დაკარგული შვილის დედა, საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

17:24 02-11-2019
990

ქუთაისის მკვიდრი დავით დოგრაშვილი, 4 წელია დაკარგულად ითვლება. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან, 2015 წლის 31 იანვარს, დილის 9 საათზე გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. 

პორტალ gmtv.ge-ს ინფორმაციით, 35 წლის დავით დოგრაშვილს დედა, რიმა ცერცვაძე, ბოლო სამი წელია, უშედეგოდ ეძებს. ინფორმაციას, უგზოუკვლოდ დაკარგული დოგრაშვილის შესახებ, ძალოვანი უწყებაც ფლობს.

ქუთაისის პოლიციის მე- 4 განყოფილებაში აცხადებენ, რომ დოგრაშვილის შესახებ ჯერჯერობით, ინფორმაცია ვერ მოიპოვეს. შესაბამისად, არ არსებობს ვერსიაც, თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს, ახალგაზრდა მამაკაცი.   

დაკარგულის დედა, საზოგადოებას მიმართავს. დედის ერთადერთი თხოვნაა, დაკარგული დავით დოგრაშვილის შესახებ, ინფორმაციის გავრცელება. 

თუ ფლობთ ინფორმაციას, ჩემი შვილის შესახებ, ან იცნობთ, დაგინახავთ, შეგიმჩნევიათ და იცით მისი ადგილსამყოფელი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე: 555 18 15 20 - მიმართავს საზოგადოებას რიმა ცერცვაძე. 

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით დოგრაშვილს დედა (მანანა) რიმა ცერცვაძე, ბოლო სამი წელია, შვილს უშედეგოდ ეძებს. დოგრაშვილი,  1982 წლის 21 თებერვალს არის დაბადებული. ტანთ ეცვა, შავი ფერის სპორტული შარვალი და პიჯაკი, დედის ინფორამციით, დაკარგულს მარცხენა წარბზე ნაიარევი აღენიშნება, რაც ბავშვობაში მიღებული ტრამვის შემდეგ დარჩა. დოგრაშვილს, მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. სხეულის აღნაგობა: ცისფერი თვალები, დაახლოებით 70 კილომდე. 

იხ ფოტო: 

ავტორი: რუსა ღვანიძე