"43 წლის ქალი ზურგის არეშია დაჭრილი, ჩაუტარდა ოპერაცია..." - მანანა გელანტია

17:07 02-11-2019
443

ხოშარაულის ქუჩაზე სავარაუდოდ, მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველმა მოადგილემ მანანა გელანტიამ განუცხადა.

43 წლის ქალი ზურგში, მესამე ნეკნის არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა კლინიკაში. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემოყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო. ამჟამად გადაყვანილია განყოფილებაში, - აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, ქალი სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკითხავთ. 

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ ხოშარაულის ქუჩაზე დაჭრილი 1973 წელს დაბადებული ქალი ცივი იარაღით, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა. 

როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11-117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.