სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საზღვარზე რისკების ანალიზის კურსი გაიარეს

16:32 02-11-2019
13

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში რისკების ანალიზის კურსი დასრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ კურსდამთავრებულებს  შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

კურსი - „რისკების ანალიზი სასაზღვრო პოლიციაში“ სასაზღვრო პოლიციის ანალიტიკური სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა.  სწავლებაში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კურსის მსმენელებმა რისკების ანალიზის მეთოდოლოგიის, მისი ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებისა და მნიშვნელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ტრენინგი თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავდა, რომლის განმავლობაშიც მესაზღვრეებმა თავად დაამუშავეს ინფორმაცია,  რისკების იდენტიფიცირება მოახდინეს და შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტები შეიმუშავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანალიტიკური საქმიანობის განვითარების მიზნით,  სახელმწიფო საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, როგორც სტრატეგიულ, ასევე,  ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე. აღნიშნული სისტემა სრულად შეესაბამება ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის ევროპული სააგენტოს (FRONTEX) რისკის ანალიზის მოდელს (CIRAM)