ზედიზედ მეორედ! ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

15:41 02-11-2019
508

ცოტა ხნის წინ ძალოსნობის საერთაშორიო ფედერაციის ვებ-გვერდზე 2018 წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად გამოკითხვა დასრულდა, რომელშიც გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 30 ათასამდე ადამიანმა მიიღო, ლაშა ტალახაძემ კი 17 800 ხმა მოაგროვა.

გამოკითხვაში, მეორე ადგილზე მეორე ადგილი ირანელი სოჰრაბ მორად გავიდა, მესამე პოზიცია კი ინდონეზიელმა ეკო იული ირავანიმ დაიკავა.

ქართველი გოლიათი პლანეტის საუკეთესო ძალოსნად 2017 წელსაც დასახელდა.