თედო აბჟანდაძე ფრანგულ კლუბში გადავიდა

15:31 02-11-2019
31

საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის „აიას“ მორაგბე თედო აბჟანდაძე ფრანგულ „ბრივში“ გადავიდა.

21 წლის მორაგბემ ახალ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ახალი სეზონიდან შეუერთდება.

„ბრივი“ საფრანგეთის ჩემპიონატის პრო ლიგა ორში ასპარეზობს და მის ღირსებას ქართველი მორაგბეები კარლენ ასიეშვილი, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა და ვასილ ლობჟანიძე იცავენ.