„საქართველოში არასოდეს ყოფილა დევნა სექსუალური უმცირესობების, იყო შემთხვევები როდესაც ვიღაცას არ მოსწონდა და სცემეს“-"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი

15:17 02-11-2019
71

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია ფიქრობს,  რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობების დევნა არ ხდება, მიუხედავად იმისა რომ ადგილი აქვს მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას.

„საქართველოში არასოდეს არ ყოფილა დევნა სექსუალური უმცირესობების, იყო შემთხვევები როდესაც ვიღაცას არ მოსწონდა და სცემეს მაგრამ რასაც ჰქვია დევნა საზოგადოების მხრიდან არ ყოფილა. ვიღაცის ცემა ისედაც ხდებოდა, იქ ვიღაცა სკრიპკაზე უკრავდა და ის სცემეს“ - ასე გამოეხმაურა გიორგი ლომია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, თანაპარტიელის ემზარ კვიციანის ინიციატივას საკანონმდებლო აქტებიდან ამოღებული იყოს ტერმინები „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა.

„მე ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ითხოვს ლგბტ საზოგადოება აღლუმის ჩატარებას. ყოველთვის მაინტერესებდა რა აზრია ჩადებული და რა იდეაა ჩადებული ამ აღლუმში. მე დარწმუნებული ვარ ბევრი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი არსებობს, რომლისთვისაც მიუღებელია ტანგა-ტრუსიკით შუა ქუჩაში გამოვიდეს და ყველას აჩვენოს რომ ის არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიან იტყვის, რომ ეს არის ცოტა გაუკუღმართებული ფსიქიკის მქონე ადამიანების მოფიქრებული, ამიტომ რა საჭიროა რომ ეს აღლუმი ჩატარდეს. ჩემმა შვილმა და ჩვენმა შვილებმა ქუჩაში რატომ უნდა იხილონ  ტანგა-ტრუსიკით შიშველი მამაკაცი, რომლიც რას აღნიშნავს ან აპროტესტებს ყველასთვის გაუგებარია. ჩვენი მოთხოვნა ზუსტად  ეს არის ჰეტეროსექსუალების, რომ ნუ ცდილობ დამანახო, რომ ჩემგან განსხვავებული ხარ. მე შენ გეუბნები რომ არ ხარ განსხვავებული. იცხოვრე ჩვენთან ერთად, არავინ ხელს არ გიშლის. საქართველოში არასოდეს არ ყოფილა დევნა სექსუალური უმცირესობების, იყო შემთხვევები როდესაც ვიღაცას არ მოსწონდა და სცემეს მაგრამ რასაც ჰქვია დევნა საზოგადოების მხრიდან არ ყოფილა. ვიღაცის ცემა ისედაც ხდებოდა, იქ ვიღაცა სკრიპკაზე უკრავდა და ის სცემეს“