,,პროექტის დატოვებას ველოდებოდი''... - იკაკო ალექსიძე

14:41 02-11-2019
650

მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ მესამე ლაივშოუზე ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუტსაიდერებს შორის ნინი ცნობილაძე და იკაკო ალექსიძე მოხვდნენ. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა იკაკო ალექსიძემ მიიღო და პროექტი დატოვა. მესამე ლაივშოუს ლიდერი კი ლიზა კალანდაძე გახდა.

ევროვიზიის საგზურისთვის ბრძოლა ექვსი კონკურსანტი:ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე განაგრძობს.

როგორც იკაკო ალექსიძემ, მესამე ლაივშოუს დასრულების შემდეგ ჩვენთან საუბარისას აღნიშნა, მთავარი ეს პროექტი და ის ადამიანებია, რომლებიც მასში მონაწილეობენ. მათ გულშემატკივრობას კი აუცილებლად გააგრძელებს.

-პროექტის დატოვებას ველოდი.დაზღვეული არავინ არის.მთავარია,ჩემი მეგობრები კონკურსში ყოფნას აგრძელებენ. მე მათ ვგულშემატკივრობ. ზოგი აქამდეც მიყვარდა.ზოგი კი აქ შემიყვარდა.რა თქმა უნდა, ყველა ლაივს დავესწრები და მათან ერთად ვიქნები. ბედნიერებაა,რომ ხალხი მგულშემატკივრობდა და ჩემი სიმღერა მოსწონდათ.ეს არის მთავარი ჩემთვის.

ნინი ცნობილაძე:აუტსაიდერობა რთულია. უკვე მეორედ მომიწია ყოფნა.როდესაც მეორე ადამიანი,რომელიც შენს გვერდით დგას, პროექტს ტოვებს გული  გწყდება. იკაკოს წასვლა ძალიან მეწყინა.