„გრემის“ დაჯილდოება 2019

13:54 02-11-2019
238

ლოს-ანჯელესში „გრემის“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში დუა ლიპამ გაიმარჯვა. გრემის ჯილდო გადაეცა ქეისი მასგრეივს წლის ალბომისთვის (Golden Hour).

წლის საუკეთესო ჩანაწერად ჩაილდიშ გამბინოს „This is America“ დასახელდა. ამავე სიმღერამ გაიმარჯვა წლის სიმღერის ნომინაციაშიც.

საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში კი ქარდი ბი-ს “Invasion of Privacy“-მ გაიმარჯვა. ქარდი ბი პირველი ქალი გახდა, რომელმაც გრემის ჯილდო სოლო რეპ ალბომისთვის მიიღო.

წლის საუკეთესო პოპ დუეტად ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის მიერ შესრულებული „Shallow” დასახელდა.

საუკეთესო რეპ სიმღერისთვის (God’s Plan), გრემის ჯილდო გადაეცა დრეიკს.

წლის პროდიუსერის ნომინაციაში ფარელ უილიამსმა გაიმარჯვა.

საუკეთერო როკ ალბომად კი გრეტა ვან ფლიტის “From the Fires” დასახელდა.

საუკეთესო როკ სიმღერის ნომინაციაში St.Vincent-ის Masseducation-მა გაიმარჰვა.

ბიონსეს და ჯეი ზის ალბომმა “Everything is Love” კი საუკეტესო ურბანული თანამედროვე ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.