ბათუმში, ქვეითადმოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

12:59 02-11-2019
16
თეგები: ბათუმი

ბათუმში, ქვეითადმოსიარულე 30 წლამდე კაცს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა,  ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა, მოქალაქე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა, დაშავებული ბათუმის კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

როგორც "პრაიმტაიმს" ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, დაშავებულს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრნსპორტო საშუალების მართვის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულიოსხმობს.