ბექა ნაცვლიშვილმა, შესაძლოა, უმრავლესობა დატოვოს

12:40 02-11-2019
26

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს. ამის მიზეზი კი საპენსიო რეფორმა და ინიციატივა, რომელიც დეპუტატებს თავად წარუდგინა. ნაცვლიშვილის ინიციატივას დღეს სამ კომიტეტში განიხილავენ.

ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი ინიციატივა არის უკვე ამოქმედებული სისტემის ალტერნატიული ვარიანტი და ის სოლიდარობის პრინციპზეა დაფუძნებული.

„ჩვენი საპენსიო სისტემა სთავაზობს სოლიდარობაზე დაფუძნებულ სისტემას. დაბალშემოსავლიანები მიიღებდნენ პროპორციულად გაზრდილ პენსიას. ერთი წელიც კი რომ შენატანი განახორციელო მაინც აიღებ გაზრდილ პენსიას. თუ თანხვედრას არ იქნა პოლიტიკოსების ვერ ვხედავ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების არსს,“-ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.