იუსტიციის საბჭოს სხდომას ეკა ბესელია არ ესწრება

11:58 02-11-2019
12

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიწვეული დეპუტატები, მათ შორის ეკა ბესელია არ მივიდა.

დეპუტატები, რომლებიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითხოვენ, საბჭოს სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა კანონპროექტის ინიციატორები გააკრიტიკეს. 

"სამწუხაროა, რომ დეპუტატები, რომლებიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის დროებით შეჩერებას ითხოვენ, დღევანდელ შეხვედას არ ესწრებიან. 9 დეპუტია ამ არაკონსტოტუციური ინიციატივის ავტორი და 9-დან არცერთი გამოცხადდა მოწვევის მიუხედავად. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მე მათგან ამ დრომდე არ მომისმენია ტელევიზიითაც კი, ან სხვა რაიმე მედია საშუალებით დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა გამწესედეს მოსამართლე უვადოდ", - აღნიშნა გვრიტიშვილმა.

 

 

თაკო ტომარაძე