თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

11:41 02-11-2019
50

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს წევრებთან ერთად შეხვედრას მოსამართლეთა კორპუსი და არასამთავრობო სექტორიც ესწრება. სხდომის მთავარი თემა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაა, რომელიც უვადოდ განწესებაზე მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან.

"ეს არის მცდელობა რომ მოსამართლეები, რომლებიც გახდნენ ბევრად უფრო დამოუკიდებლები დავაბრუნოთ იმ დროში, როცა მოსამართლე დამოკიდებული იყო ვადაზე და გარკვეულ ძალებზე რომ მათი საქმიანობა ან გაგრძელდებოდა ან არა. ამ ცვლილებების ავტორების მიზანი არის ის, რომ არსებობდეს ბერკეტი სასამართლოს სამართავად და მისი დამოუკიდებლობის შესალახად" - განაცხადა გიორგი მიქაუტაძე.