გორის რაიონულ სასამართლოში მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს 

11:32 02-11-2019
15

გორის რაიონულ სასამართლოში  მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, თემურ მანველიშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.  თემურ მანველაშვილს პროკურატურამ ბრალი 9 თებერვალს, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით წაუყენა. აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს გორის რაიონული სასამართლო.

შეგახსენებთ, რომ თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს 2018 წლის ოქტომბერში გორის მერიის ადმინისტრაციის შენობის წინ სანაგვე ვედრო ჩამოამხო თავზე. მაქარაშვილი თანამოაზრეებთან ერთად გორის მერის განცხადებას აპროტესტებდა. 

მანველიშვილის მხარდასაჭერად სასამართლოში მერიის თანამშრომლები იმყოფებიან, მათ შორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი. 

 

 

მახო მიქელაძე