პარიზის გრანდ სლემი ვარლამ ლიპარტელიანის ტრიუმფით დასრულდა (ვიდეო)

11:21 02-11-2019
57

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა აღნიშნული პრიზი კარიერის განმავლობაში მესამედ მოიგო.

ლიპომ ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში გამართულ ტურნირზე საერთო ჯამში 4 მედალი მოიპოვა: ოქროს მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა აიღო, ბრინჯაოს მედლებს კი თემურ ნოზაძე და ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლნენ.