"ქართული ოცნების" ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება - ირაკლი კობახიძე

11:12 02-11-2019
65

გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს, ჩვენი გუნდი არის ერთიანი – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ყველა სუბიექტურ ინტერესებს გვერდზე გადადებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება გუნდის წევრი.

„ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ გუნდის ერთიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.