ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა - ფოტოები + ვიდეო

10:28 02-11-2019
83
თეგები: ბათუმი

ბათუმში ჭავჭავაძის 33 ნომერში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. მათი ინფორმაციით ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველადი ინფორმაციით დაზარალებულია 5 ოჯახი.