საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა - მიხეილ სააკაშვილი

LIVE UPDATE
925

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა.

ამის შესახებ ოდესის ექსგუბერნატორმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მდებარე კონგრესის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო აუცილებლად გაიმართება წელში. ისევ შეახსენებს მსოფლიოს, რომ არსებობს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად არ წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი. ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან, სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიბნელეზე და ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენთან სახლში. ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. ნურაფრის შეგეშინდებათ.

ეს მსოფლიო კრებების მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. შემდეგი მთავარი შეკრება აუცილებლად იქნება თბილისში, რუსთაველზე. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ყველანი დავირაზმებით. ყველა გზა მიდის თბილისისკენ, გამარჯვებისკენ და საქართველოს მომავლისკენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.