"ჩვენ უნდა შევქმნათ, აი, როგორც თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ გააკეთა საადგილმამულო ბანკი"- მიხეილ სააკაშვილი

LIVE UPDATE
170

ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იდეაა, საქართველოში საადგილმამულო ბანკი შეიქმნას.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ფორმით, ქართველები შემდგომი თაობებისთვის მიწებს შეინარჩუნებენ. 

"ჩვენ უნდა შევქმნათ, აი, როგორც თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ გააკეთა საადგილმამულო ბანკი. რა იყო საადგილმამულო ბანკი?! ეს იყო მიწების შენარჩუნება ქართველების შემდგომი თაობებისთვის, რომ არ მომხდარიყო მერე ბოლშევიკური კატასტროფა. ეს იყო სუპერსაშვილიშვილო საქმე, რომელიც ილიამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს. ჩვენ მართლაც უნდა შევქმნათ ბანკი.

როდესაც საქართველოში შეიქმნება ნორმალური ხელისუფლება და ძალიან სწრაფად იქნება ეს. ის უნდა გახდეს მთავარი აქციონერი ამ ბანკის. არა ვიღაც ხაზარაძე, მითუმეტეს ივანიშვილი, არა ვიღაც რუხაძე და ა.შ. თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართული სახელმწიფო. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა ვთქვათ, ამ ბანკის მთავარი ფუნქციაა ემიგრანტებთან ერთად. მიდის ემიგრანტი, მიყვება ფული. მიყვება ფული, ქმნის სამუშაო ადგილს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.