,,ფანჯრიდან ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო" - რუსთავში ბიძამ ძმისშვილი მოკლა

13:14 02-10-2019
7979

რუსთავში ბიძამ 12 წლის ძმისშვილი მოკლა.არსებული ინფორმაციით, მამაკაც ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი.12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მეზობლის თქმით: ,,ხმაური იყო, ბიძა ბინაში იმყოფებოდა და ფანჯრიდან ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

მარი მშვენიერაძე