ყვარელში მაღაზია და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულში სავარაუდო ბრალდებული უკვე დააკავეს.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი