კახეთში 52-მა მწვრთნელმა UEFA-ს C ლიცენზია მიიღო

18:42 02-09-2019
77

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახეთის რეგიონში 52 მწვრთნელი გადაამზადა, რომლებსაც კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები - UEFA-ს C ლიცენზიები გადასცა.

მწვრთნელებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვთა ადგილობრივ გუნდებთან მუშაობს, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გადასცა.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონებს შორის კახეთი პირველია, სადაც მწვრთნელებს ამ კატეგორიის ლიცენზიები მიენიჭათ. 

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი