საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა

18:07 02-09-2019
66

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთში დამაჯერებელი გამარჯვება, ანგარიშით 18:9, მოიპოვა.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს.

რუმინეთთან გამარჯვების შედეგად ქართველებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი მოიპოვეს (რომელის 2002 წლიდან თამაშდება) და ევროპის ჩემპიონატის სტარტიც წარმატებით დაიწყეს.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.